ირაკლი ჩიქოვანი: დღეს გვჭირდება ქუდზე კაცი, იმისთვის, რომ გაკეთდეს არჩევანი, რომელიც მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ჩვენს ქვეყანას წაიყვანს ევროპისკენ

დღეს გვჭირდება ქუდზე კაცი, იმისთვის, რომ გაკეთდეს არჩევანი, რომელიც მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ჩვენს ქვეყანას წაიყვანს ევროპისკენ,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომელმაც საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

“დღეს არის არჩევნების დღე, მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ მაქსიმალურად ყველამ მივიღოთ მონაწილეობა. დღეს გვჭირდება ქუდზე კაცი, იმისთვის, რომ გაკეთდეს არჩევანი, რომელიც მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ჩვენს ქვეყანას წაიყვანს ევროპისკენ,” – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

საკუთარი არჩევანი დააფიქსირა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა წოწერიამაც.

“არჩევანი გავაკეთე იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანს და გააგრძელებს მშვიდობას, მოუტანს ღირსებას და კეთილდღეობას. ყველას მოვუწოდებ, გააკეთოს იგივე არჩევანი,“ – აცხადებს მამუკა წოწერია.

67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ზუგდიდში გახსნილი 70 უბნიდან, 62-ში არჩევნები ელექტრონული სისტემით, ხოლო 8-ში ძველი სტილით.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები