მამუკა მდინარაძე: საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანების მცირე რაოდენობა, რომელთაც სჯერა, რომ სააკაშვილი არის ევროპელი, გვარამია არის ევროპელი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან რუსები

საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანების მცირე რაოდენობა, რომელთაც სჯერა, რომ სააკაშვილი არის ევროპელი, გვარამია არის ევროპელი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან რუსები, – ამის შესახებ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალებს მეტი სასაუბრო თემა არ გააჩნიათ.

იმდენჯერ ახსენეს სიტყვა „რუსი“, მეტი არაფერი გააჩნიათ და მათ რომ უყვართ რუსები, ისე მთელს მსოფლიოში არავის უყვარს! მაგათ რომ რუსები ჰყავთ ნახსენები, რამდენჯერ მსოფლიოში არავის სიტყვა „რუსი“ არ უხსენებია. მსოფლიო ჩემპიონები და რეკორდსმენები არიან რუსების ხსენებაში და ჩვენთან ჭიდაობაში“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოების მცირე ნაწილს მათი სჯერა და „ადამიანებს „მოდელირებულ ქრონიკაში“ აცხოვრებენ“.

„საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანების მცირე რაოდენობა, რომელთაც სჯერა, რომ სააკაშვილი არის ევროპელი, გვარამია არის ევროპელი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან რუსები“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები