მამუკა მდინარაძე: ხვალ „ქართული ოცნება“ და შესაბამისად, ჩვენი სამშობლო ძალიან მყარად და დამაჯერებლად გაიმარჯვებს – მშვიდობაც გვექმნება და ღირსებასაც ვერავინ წაგვართმევს

ხვალ „ქართული ოცნება“ და შესაბამისად, ჩვენი სამშობლო ძალიან მყარად და დამაჯერებლად გაიმარჯვებს და მშვიდობაც გვექმნება, ღირსებასაც ვერავინ წაგვართმევს და ვერც ლგბტ პროპაგანდას გაიტანს ვერავინ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.

„ამ ბრძოლას ჩვენ არ წავაგებთ, არ გვაქვს უფლება რომ ეს ბრძოლა წავაგოთ. ამისთვის გადამწყვეტი ბრძოლაა ხვალ და შესაბამისად ამ ბრძოლას ქართველი ვერ და არ წააგებს. გვექნება მშვიდობა, გვექნება კეთილდღეობაც“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები