„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: მინდა ახალგაზრდებს მივმართო, „ქართული ოცნება“ შეგიყვანთ ევროპაში თანასწორუფლებიანობის პრინციპით და არა ის რეჟიმი, რომელშიც შეიძლება მუდმივად კანდიდატის სტატუსით დარჩეთ

მინდა ახალგაზრდებს მივმართო, „ქართული ოცნება“ შეგიყვანთ ევროპაში თანასწორუფლებიანობის პრინციპით და იქნებით თანასწორები დანარჩენ ევროპელებთან და არა ის რეჟიმი, რომელშიც შეიძლება მუდმივად კანდიდატის სტატუსით დარჩეთ, – ამის შესახებ „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.

„მინდა ახალგაზრდებს მივმართო, აუცილებლად დაფიქრდით, ვინ მოიტანა ის გარემო, რომელშიც დღეს იმყოფებით – ის სიმშვიდე, ის თავისუფლება, სადაც დღეს თქვენ ცხოვრობთ. ჩემს თაობას ძალიან ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული. „ქართულმა ოცნებამ“ მოგიტანათ ის გარემო, სადაც თქვენ შეგიძლიათ საკუთარი თავის განვითარებაზე, ერის განვითარებაზე თქვენი შესაძლებლობები გამოიყენოთ. ყველანაირი პერსპექტივა გაქვთ. ნუ აჰყვებით იდეოლოგიას, რომელმაც შეიძლება თქვენ სუროგატ ჯარისკაცად და ჭარბ ადამიანად მოგიაზროთ. ასეთები ვერასოდეს შეხვალთ ევროპაში. „ქართული ოცნება“ შეგიყვანთ ევროპაში თანასწორუფლებიანობის პრინციპით და იქნებით თანასწორები დანარჩენ ევროპელებთან და არა ის რეჟიმი, რომელშიც შეიძლება მუდმივად კანდიდატის სტატუსით დარჩეთ. ასევე მივმართავ ემიგრანტებს, რომლებიც განსაკუთრებულად განიცდიან საქართველოში მიმდინარე ამბებს და ვეტყვი, რომ ხმა მისცენ „ქართულ ოცნებას“, – აღნიშნა ჩიკვაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები