მამუკა მდინარაძე: მკვლელობა, ძარცვა, გაუპატიურება, ბიზნესის წართმევა – ამ უბედურებაზე აგებული ყოფილი ხელისუფლების წევრებს დავუჭიროთ მხარი, როგორც ევროპის წარმომადგენლებს? თუ მათ დანაყოფ გვარამიას, შარვალჩახდილებს?

გვარამია და სააკაშვილი შერჩა ქართველი ამომრჩევლის რაღაც ნაწილს ევროპელებად, უბედურებაზე აგებული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ყოფილან ევროპა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, რეალური ევროპელობა არის ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებების მოფრთხილება, ამ ღირებულებების გატანა, ორ ფეხზე მყარად, პატრიოტულად დგომა.

„მეორე ფრონტის რისკი რომ მოხსნილი იყოს, ამხელა ინტერესი საქართველოს არჩევნების მიმართ არ იქნებოდა. წარმოიდგინეთ რასთან გვაქვს საქმე. მიეცით ხმა ევროპასო ამბობენ, წარმოიდგინეთ, მე ვარ რიგითი ამომრჩეველი, ისეთი, რომელსაც არ გადამიწყვეტია ვის მივცე ხმა. დავიჯერე ესენი რომ მიმეორებენ 100 000-ჯერ, რომ ოკუპანტისკენ იხრებიან ისინიო. ჯერ როგორ შეიძლება ასეთი რამის ქართველი კაცისთვის დაბრალება? ვის აბრალებ? რას აბრალებ? ჩვენ რომ რაღაცებს ვაკეთებდით, ესენი წითელ ხიდზე მირბოდნენ და წაგებულ ომს აზეიმებდნენ ხალხს. ვთქვათ ვარ ნეიტრალური ამომრჩეველი და ევროპას დაუჭირე მხარიო. „ნაცმოძრაობას“ დავუჭირო მხარი და ეს არის ევროპა? ბნელი წარსული, მკვლელობა, ძარცვა, გაუპატიურება, ბიზნესმენების ღამე დაბარება და ბიზნესის წართმევა, მამაკაცების თუ ქალების ციხეში და არამხოლოდ ციხეში გაუპატიურება. მოკლედ, ამ უბედურებაზე აგებული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს დავუჭიროთ მხარი, როგორც ევროპის წარმომადგენლებს? თუ მათ დანაყოფ გვარამიას, თუ უკაცრავად და შარვალჩახდილებს, თუ რუსული რუბლებით დაფინანსებულ ხოშტარიას, თუ მათთან მოღალატე გახარიებს, თუ ხაზარაძეს, მათ რეკეტიორს. ევროპა რომელია? თვითონ „უტყდებათ“ ამის თქმა. ოთხი პარტია აქვთ ამოჩემებული იმიტომ, რომ ბოლომდე მიბმული აგენტურის სახით ეს 4 პარტიაა მხოლოდ. ორი ვერ ლახავს ბარიერს და დარჩა ევროპაში, შეგვრჩა ხელში სააკაშვილი და გვარამია. თურმე საქართველოში ევროპის მთავარი წარმომადგენლები ისინი ყოფილან. დღეს გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ სასარგებლო იდიოტები ნუ გახდებითო და ხმა მივცეთ იმ პარტიებს, რომლებიც ბარიერს ლახავენ. ანუ პატარა პარტიებს საერთოდ დაუკარგეს პერსპექტივა და რადგან მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ და გვარამია ლახავენ ბარიერს გარანტირებულად, ორივე „ნაცმოძრაობა“ სასარგებლო იდიოტები ნუ გავხდებით და „ქართული ოცნებისთვის“ მიცემულ ხმას ნიშნავს დანარჩენი პარტიებისთვის მიცემული ხმაო. ესე იგი გვარამია და სააკაშვილი შერჩა ქართველი ამომრჩევლის რაღაც ნაწილს ევროპელებად. ამ დროს, რეალური ევროპელობა არის ტრადიციული, ქრისტიანული, ღირებულებების მოფრთხილება, ამ ღირებულებების გატანა, ორ ფეხზე მყარად, პატრიოტულად დგომა. მთავარი ხომ მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი, ხომ ეგონა ბევრს, რომ ვერ მოვიპოვებდით სტატუსს და ხომ მივიღეთ!“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები