ნინო ნადირაძე: თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, ხვალ იქნება ისტორიული დღე, როცა რუსულ სპეცსამსახურებზე საბოლოოდ გავიმარჯვებთ

თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, ხვალ იქნება ისტორიული დღე, როცა რუსულ სპეცსამსახურებზე საბოლოოდ გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა და ტელეწამყვანმა, ნინო ნადირაძემ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.

მან გაიხსენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგორ ივანოვმა მოიყვანა, მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციას კი სერგეი ლავროვი ესწრებოდა. ნადირაძე ასევე აღნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობის“ მოკავშირეები ევროპარლამენტში ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიტიკოსები არიან, რომლებმაც კარიერა საბჭოთა კავშირის დროს დაიწყეს.

„მე ვთვლი, რომ სიმართლით უნდა შევიდეთ ევროპაში, იმიტომ, რომ ისეთი ფეიკებით, ისეთი ტყუილების, ისეთი ცილისწამებისა და ისეთი ვირტუალური რეალობის დროში ვცხოვრობთ, ბავშვებს აჯერებენ, რომ ესენი [რადიკალური ოპოზიცია] არ არიან რუსეთის მოგზავნილი ხალხი, როცა ამის დოკუმენტები არსებობს. ჩემი შენ დაგაბრალო არის „კაგებეს“ პირველი წესი. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსულ ოპოზიციას ხვალ დავამარცხებთ“, – აღნიშნა ნადირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები