შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, დღეს ქუდზე კაცი დაირაზმოს, მივიდეს საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას“

დღეს არის არჩევანი ბოროტებასა და სიკეთეს შორის, უღმერთობასა და სულიერებას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ეს არის ერთადერთი არჩევანი, რომელიც დღეს ქართველ ხალხს აქვს.

„თავისთავად, „ქართული ოცნება“ ეს არის ერთადერთი არჩევანი, რომელიც დღეს ქართველ ხალხს აქვს, ვინაიდან დღეს არის არჩევანი ბოროტებასა და სიკეთეს შორის, უღმერთობასა და სულიერებას შორის. დღეს არის არჩევანი, რომელიც იშვიათად უდგება ხოლმე ჩვენს ხალხს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქუდზე კაცი დაირაზმოს, მივიდეს საარჩევნო უბნებზე, მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას“, რომელიც ამ ქვეყანაში 12-წლიანი მშვიდობის გარანტი არის, რომელიც ამ ქვეყანაში ევროპისკენ ღირსეული წინსვლის გარანტია და რომელიც ამ ქვეყანაში კეთილდღეობის მატების გარანტი არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები