მამუკა მდინარაძე: ჩვენ ხვალ მინიმუმ 100 მანდატს უნდა ავცდეთ, ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა – თუ ყველა ამომრჩეველი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს არ გამოვიდა არჩევნებზე, ჩვენ ცოტა გაგვიჭირდება

განწყობა გვაქვს ამაღლებული, ხვალ ჩვენთვის დიდი დღე უნდა იყოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.

„მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ ამომრჩეველს იმისათვის, რომ მათ კარგად გაიაზრეს სინამდვილეში რა ხდება და რამხელა გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი სამშობლო. მათ უკვე სწორი გადაწყვეტილება მიღებული აქვთ და ამ სწორი გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა გაიმარჯვოს.

ჩვენ ხვალ მინიმუმ 100 მანდატს უნდა ავცდეთ, ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა. მინდა მივმართო ყველა ამომრჩეველს – თუ ყველა ამომრჩეველი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს არ გამოვიდა, ჩვენ ცოტა გაგვიჭირდება, რაც ორმაგ საკონსტიტუციო უმრავლესობას გულისხმობს. კატასტროფა შეიძლება მივიღოთ, თუ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის 20% არ გამოვიდა ხვალ არჩევნებზე. მაგრამ, ეს წარმოუდგენელია, რადგან ჩვენი ამომრჩეველი მოტივირებულია და ჩვენ ველოდებით ძალიან მყარ გამარჯვებას“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები