რატი ბრეგაძე: ჩემი ოცნებაა დამშვიდებული, ძლიერი და ერთიანი საქართველო, რომელიც მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გახდება ევროკავშირის წევრი – ენგურის ხიდზე ჩვენ გადავალთ მშვიდობით

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში ენგურის ხიდის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მისი ოცნებაა დამშვიდებული, ძლიერი და ერთიანი საქართველო, რომელიც მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გახდება ევროკავშირის წევრი.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, წინ ბრძოლაა, რომელშიც გონიერება გაიმარჯვებს.

„ჩემი ოცნებაა დამშვიდებული, ძლიერი და ერთიანი საქართველო, რომელიც მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გახდება ევროკავშირის წევრი.

წინ ბრძოლაა, რომელშიც გონიერება გაიმარჯვებს.

დადგება დღე, როდესაც აფხაზეთის სანაპიროზე ღიმილით მოსეირნე ჩვენს მომავალ თაობას არ ემახსოვრება თუ როგორი სევდით, ნატვრითა და მომავლის იმედით გავცქეროდით აფხაზეთს.

ენგურის ხიდზე ჩვენ გადავალთ მშვიდობით.

ჩვენ ეს შეგვიძლია!

გაუმარჯოს საქართველოს“, – წერს რატი ბრეგაძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები