სვიმონ ჯანგულაშვილი: ახალგაზრდებს ვერ გადავარწმუნებთ, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ისინი დგანან მკვლელების მხარეს – „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხს კლავდა, აწამებდა, ციხეებში, ქუჩაში

ამ ახალგაზრდებს ვერ გადავარწმუნებთ, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ისინი დგანან მკვლელების მხარეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხს კლავდა, აწამებდა, ციხეებში, ქუჩაში. ვიცით, ნავში რომ ჩასვეს ადამიანი, გაიყვანეს და ჩაძირეს. რა უყვეს გირგვლიანს, რამდენ ადამიანს… – ამის შესახებ ცნობილმა დირიჟორმა, საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელმა სვიმონ ჯანგულაშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.

„ეს არჩევნები ორი რაღაცით არის ყველაზე მძიმე, ვიდრე ყველა წინა არჩევნები და მათ შორის 2012 წლისაც. პირველი მიზეზი არის ის პროპაგანდა, რასაც გვარამიები და სამარცხვინო ხალხი აწარმოებენ. სამარცხვინოები იმიტომ, რომ არიან მკვლელები, კორუმპირებულები, ყველანაირი დანაშაულის ჩამდენები და თავს გვაჩვენებენ როგორც დემოკრატები, პროევროპულები და არა „ნაცები“. პროპაგანდამ, რასაც ესენი 12 წელია აწარმოებენ, ბოლო ორ წელიწადში ახალგაზრდობის გარკვეულ ნაწილში ნაყოფი გამოიღო და მომხრეების რაოდენობა გაზრდილია. მეორე – ეს არის მოტყუებული ხალხი. შორს ვარ იმისგან, რომ ჩვენი საუბარი, ან ვინმეს საუბარი ამ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჩემს პატივისცემას ვუდასტურებ, მაგრამ კატეგორიულად არ ვეთანხმები მათ პოზიციას. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირ ნაციზმს და ფაშიზმს აწარმოებს და მათ შორის არის „ეიჯისტური“ ფაშიზმი. ამ ახალგაზრდებს ვერ გადავარწმუნებთ, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ისინი დგანან მკვლელების მხარეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხს კლავდა, აწამებდა, ციხეებში, ქუჩაში. ვიცით, ნავში რომ ჩასვეს ადამიანი, გაიყვანეს და ჩაძირეს. რა უყვეს გირგვლიანს, რამდენ ადამიანს…

მოსახლეობის უმრავლესობამ ეს ნელ-ნელა გაიგო და ამ მოტყუების [კამპანიაში] მონაწილეობდნენ გვარამია, ხოშტარია, ჯაფარიძე. ისინი მაღალჩინოსნები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და როდესაც ციხის კადრები გამოჩნდა, [ზურა] ჯაფარიძე იყო ამ პარტიის მდივანი. მათ დააჯერეს ახალგაზრდებს, რომ ევროპას კარგავს საქართველო და ამის გამო მკვლელების ადგილას დადგნენ. ზვიად გამსახურდიას ჩამოგდების დროს რომ იყო, იმის მერე არ ყოფილა ასეთი უტიფარი და გამაოგნებელი ბოროტების მხარეს დგომა დასავლელი პოლიტიკოსებისა. ყველას მოგიწოდებთ, გავაკეთოთ სწორი არჩევანი და ხმა მივცეთ „ქართულ ოცნებას“. ღმერთმა არ ქნას და საკონსტიტუციო უმრავლესობას ერთი დეპუტატიც რომ დააკლდეს, რაიმე იურიდიული ხერხი უნდა მოძებნონ, რომ ვისაც ჩადენილი აქვს სისტემური დანაშაული, რაც აღიარა სტრასბურგის სასამართლომ და ჰააგის სასამართლომაც, ამ ადამიანებს კანონის ძალით აუკრძალონ პოლიტიკაში, საჯარო სამსახურებსა და მედიაში მუშაობა. ეს არის ჩვენი დაკვეთა“, – აღნიშნა ჯანგულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები