სოზარ სუბარი: ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ მდიდარ „ენჯეოებს“, პრაქტიკულად აგენტურაა და იმართებიან უცხოეთიდან

“ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ მდიდარ „ენჯეოებს“, პრაქტიკულად აგენტურაა და იმართებიან უცხოეთიდან”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, მათ მიმართ ნდობა მინიმალურია.

„მათი ნდობა არის მინიმალური. ისინი შერწყმულნი არიან ქართულ რადიკალურ ოპოზიციასთან. ამისი მკაფიო მაგალითები გვაქვს. რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლებს, ბევრი მათგანი არის პოლიტიკოსი და პოლიტიკური მიკერძოებულობის გარკვეული ხარისხი აქვთ, თუმცა ძალიან ბევრი არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და მაღალი პროფესიონალიზმისა და მაღალი ნდობის მქონე ადამიანი. დარწმუნებული ვარ, რომ მათი მეორე ნაწილის შეფასებები იქნება აბსოლუტურად ობიექტური“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები