ოკუპირებულ აფხაზეთში იარაღის შესახებ კანონში ცვლილებები ე.წ. საპარლამენტო კომიტეტში განიხილეს
“იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს,- ინფორმაციას თვითაღიარებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ე.წ. სახელმწიფო უწყებების თანამდებობის პირებს და იურიდიული განყოფილებების თანამშრომლებს, იარაღის შენახვა, ტარება და გამოყენება მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და კანონით დაკისრებული მოვალეობების ჩამონათვალის დროს შეეძლებათ.
დეპუტატებმა მომდევნო სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცება გადაწყვიტეს.