სოზარ სუბარი: 23 ოქტომბერს ჩატარებულმა შეკრებამ ქართველი ხალხის მობილიზება აჩვენა

“23 ოქტომბერს ჩატარებულმა „ქართული ოცნების“ შეკრებამ აჩვენა ქართველი ხალხის საოცარი მობილიზება და საოცარი შემართება, ისეთი, რომლის მსგავსი არ ყოფილა 2012 წლის შემდეგ”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„23 ოქტომბერს, მთელი საქართველო იდგა ერთად სექტანტებისა და აგენტების გარდა. ეს ნიშნავს, რომ ხალხმა კარგად გაითავისა, რა საფრთხე გველის. ერი და ბერი, ეკლესია და ხელისუფლება, ყველა ერთად არის დღეს, რადგან საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას და ხაზგასმით ვიტყვი – საქართველოს გადარჩენა როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები