გიორგი შარაბიძე: ამ წუთებში საარჩევნო კომისიაში ბოლო სამზადისი მიმდინარეობს, რომ ამომრჩეველს დახვდეს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სერვისი

„ამ წუთებში ბოლო სამზადისი მიმდინარეობს საარჩევნო კომისიაში, იმისთვის, რომ ამომრჩეველს დახვდეს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სერვისი და მათ კონსტიტუციური უფლება გამოიყენონ დაუბრკოლებლად”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ განაცხადა.

“ამ წუთებში საუბნო-საარჩევნო კომისიებში ხდება შესაბამისი ტექნოლოგიების განლაგება, განთავსება, რომ ამომრჩეველმა გამოიყენოს ის ტექნოლოგიები, რომლებიც პირველად საქართველოში 90% ამომრჩეველს შეეხება და მიიღებს მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრაში. მინდა ვთხოვო ამომრჩეველს, მიიღონ მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან პროცესში, ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“,- აღნიშნა შარაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები