დავით ჩიხელიძე – სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე: ისინი არა არჩევნების დაკვირვებას, არამედ პროცესის დაზიანებასა და ხელისშეშლას აპირებენ

“კიდევ ერთხელ მიწევს საუბარი ყალბი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ, სამწუხაროდ, ისინი არა არჩევნების დაკვირვებას, არამედ პროცესის დაზიანებას და ხელის შეშლას აპირებენ”,-ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აღნიშნული ქმედებები მნიშვნელოვნად აზიანებს საარჩევნო პროცესს და ზღუდავს მის გამჭვირვალობას.

„კიდევ ერთხელ მიწევს საუბარი ყალბი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ, სამწუხაროდ ისინი არა არჩევნების დაკვირვებას, არამედ პროცესის დაზიანებას და ხელის შეშლას აპირებენ, როგორ შეიძლება დამკვირვებელი გერქვას და ამომრჩეველს ბიულეტენის დაზიანებას, მისი ქიუარკოდის გადახაზვას, დაკეცვას და ა.შ. ასწავლიდე, ეს არ არის სადამკვირვებლო მისიის საუკეთესო პრაქტიკა, აღნიშნული ქმედება მნიშვნელოვნად აზიანებს საარჩევნო პროცესს და ზღუდავს მის გამჭვირვალობას. ყალბ სადამკვირვებლო ორგანიზაციებში, ასევე მრავლად ვხედავთ დილეტანტ ხელმძღვანელებს, რომლებიც დამკვირვებელს მარკირების დამოუკიდებლად შემოწმებას ავალებენ, მარკირების სპეციალური სანათით შემოწმების კანონიერი უფლება მხოლოდ და მხოლოდ კომისიის წევრს აქვს, დამკვირვებლის მიერ მარკირების შემოწმება არ ხდება (შემოწმების პროცესში მონაწილეობა და დაკვირვება დაშვებულია).
როგორც ხედავთ, სახეზე გვაქვს დამკვირვებლის ინსტიტუტის სრული ჩამოშლა, მათი უფლება-მოვალეობის აღრევა, რაც აღნიშნული ორგანიზაციების კვალიფიკაციას ეჭვქვეშ აყენებს. როგორ შეიძლება ვენდოთ სადამკვირვებლო მისიის დასკვნა, რომელიც ერთის მხრივ პარტიულია, მეორე მხრივ, კი კვალიფიკაციის ნაკლებობას განიცდის და მოსახლეობას საარჩევნო პროცესის დაზიანებისკენ მოუწოდებს,“ – წერს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები