დავით შერაზადიშვილი: ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან კიდევ უფრო აქტიურმა კომუნიკაციამ გამოავლინა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს

“ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან კიდევ უფრო აქტიურმა კომუნიკაციამ გამოავლინა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და მხოლოდ ამ გზით მიიღწევა ეკონომიკური კეთილდღეობა”,- ამის შესახებ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შერაზადიშვილი მოქალაქეებს არჩევნებში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარვადგინო ოთხი მუნიციპალიტეტი ისეთი ძირძველი რეგიონიდან, როგორიც ქვემო ქართლია. რეგიონი, რომელიც გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებით, რაც განსაკუთრებულს და უნიკალურს გვხდის. ბოლნისელები კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. ჩვენ ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვდგავართ და მიხარია, რომ მქონდა საშუალება, გამეცნო ახალი ადამიანები, მათი სახით გამეჩინა მეგობრები. ჩემთვის კიდევ უფრო სასიხარულო იყო კამპანიის წარმართვა ახალგაზრდებთან ერთად. მათი ენერგია და ხალისი გადამდებია. თქვენი მხარდაჭერით, დარწმუნებული ვარ, რომ ერთად შევქმნით ისეთ ქვეყანას, სადაც ყველა ახალგაზრდა შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას, სადაც გაიზრდებიან განათლებული მომავალი თაობები. აქვე, კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო გამოცხადებული ნდობისთვის პოლიტიკურ გუნდს „ქართულ ოცნებას“, რომელიც ერთადერთი ღირსეული ძალაა. ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან კიდევ უფრო აქტიურმა კომუნიკაციამ გამოავლინა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და მხოლოდ ამ გზით მიიღწევა ეკონომიკური კეთილდღეობა. ამომრჩეველს მსურს მოვუწოდო აქტიურობისა და მხარდაჭერისკენ, ერთსულოვნებისა და ერთიანობისკენ. მიგულეთ თქვენს გვერდით როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის უზომოდ მოსიყვარულე და ქომაგი,“- წერს დავით შერაზადიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები