გიორგი შარაბიძე: საქართველოს არჩევნების ისტორიაში პირველად, უბნების დახურვიდან მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში გვექნება წინასწარი შედეგები

“საქართველოს არჩევნების ისტორიაში პირველად, უბნების დახურვიდან მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში გვექნება წინასწარი შედეგები”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

„ამ ტექნოლოგიურ ინტერვენციას არ აქვს ხელშესახები ხარვეზი, მუშაობს ზუსტად და გამართულად. კენჭისყრის დღის ორი უმნიშვნელოვანესი პროცესიდან, ვგულისხმობ ამომრჩევლის რეგისტრაციას და ხმის დათვლას, ამოღებულია ადამიანური ფაქტორები და მხოლოდ და მხოლოდ ტექნოლოგია უზრუნველყოფს ყველასათვის სანდო შედეგის მიღწევას. ჩვენ მთელ საარჩევნო ისტორიაში, რაც კი საქართველოს გააჩნია ამ არჩევნებზე გვექნება ყველაზე ადრე წინასწარი შედეგები. უბნების დახურვიდან მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ ქვეყნის მოსახლეობას და მთელ მსოფლიოს გავაცნოთ არჩევნების წინასწარი შედეგები, ტექნოლოგიების მიერ დათვლილი შედეგების წყალობით.

ყველა ტექნოლოგიური უბანი, ისევე, როგორც ამომრჩევლის 10 პროცენტისთვის ტრადიციული უბანი გადაითვლება ხელით. შესაბამისად, შედგება ხელით შევსებული შემაჯამებელი ოქმები, რომელიც პირდაპირ გადმოიგზავნება ცესკოში, მას მერე, რაც ტექნოლოგიების მიერ დათვლილ შედეგებს გამოვაცხადებთ, გაგრძელდება გადათვლის პროცესი. ყველა შემოსული ოქმი დაუყოვნებლივ აიტვირთება ცესკოს ვებგვერდზე და ყველას ექნება საშუალება თვალყური მიადევნოს პროცესს“, – განაცხადა შარაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები