თანაგუნდელები სერგო ჯავახაძეს თაღლითობაში ადანაშაულებენ და პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ

33 რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და 3500-მდე დაზარალებული სერგო ჯავახაძეს შრომით ტრეფიკინგში ადანაშაულებს. საუბარია თანხებზე, რომელიც დაზარალებულებს საარჩევნო პერიოდის წინ პროგრამის „კარდაკარ“ ფარგლებში უნდა მიეღოთ, თუმცა, დღემდე არაფერი მიუღიათ. მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ყოფილი წევრები, მოძრაობის თავმჯდომარის სერგო ჯავახიძის მხრიდან მოძრაობის წევრების მიმართ არსებული დავალიანების სრულად დაფარვას და მის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვენ. პოლიტიკური გაერთიანების ყოფილი წევრები მას საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ .
როგორც მოძრაობის ყოფილმა წევრებმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მოძრაობის წევრების მიმართ დავალიანება 2010 წლიდან არსებობს, როცა პოლიტიკურ გაერთიანებას ზურაბ ნოღაიდელი ხელმძღვანელობდა. ნოღაიდელი გაუცემელი ხელფასების გამო მოძრაობის წევრებმა დაკავებული თანამდებობიდან რიგგარეშე ყრილობის საფუძველზე თანამდებობიდან გადააყენეს რის შემდეგაც თავმჯდომარედ სერგო ჯავახიძე აირჩიეს. მოძრაობის ყოფილი წევრის ნატო ხოხიაშვილის განმარტებით, სასამართლომ ზურაბ ნოღაიდელს ზარალის ანაზღაურება დააკისრა და აღსრულების საფუძველზე 259 000 ათასი ლარი მოძრაობის ანგარიშზე ჩაირიცხა, თუმცა მისივე თქმით, ავახიძემ აღნიშნული თანხა პირადი საჭიროების მიხედვით განკარგა.
„3500-ზე მეტმა დაზარალებულმა კარდაკარის მონაწილემ სასამართლო პროცესი მოიგო და ნოღაიდელის ქონებიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით მოძრაობის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა მოხდა, თუმცა სერგო ჯავახიძემ ეს თანხა საარჩევნო ფონდში გადაირიცხა და არსებული დავალიანება არ გაუსტუმრებია. მან ბიუჯეტის თანხები არამიზნობრივად, პირადი საჭიროებების მიხედვით დახარჯა. 25 000 ლარი სრულიად არამიზნობრივად სერგო ჯავახიძის ნათესაობაზე გაიცა. თანხები ისეთი ღონისძიებებისთვისსს გაწერილი, რომელიც არც ჩატარებულა“- განაცხადა ნატო ხოხიაშვილმა.
სერგო ჯავახიძის მხრიდან სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობს მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ყოფილი წევრი და ჭიათურის რაიონის კოორდინატორი როსტომ ცარციძე. მისი თქმით,დავალიანების გასტუმრების შემდეგაც ჯავახაძემ მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს.
„ ჯამში პარტიის დავალიანება კარდაკარში დასაქმებული ადამიანების მიმართ 400 000 ლარამდეა. თითო ადამიანის მიმართ კი დავალიანება 200-300 ლარამდე მერყეობს. სერგო ჯავახიძემ არ შეასრულა სასამართლოს დადგენილება. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ადამიანები არანორმალურად ამუშავეს, ოჯახების მიატოვებინეს, კილომეტრობით ფეხით დადიოდნენ და მოსახლეობას ხვდებოდნენ, თავი არ დაუზოგავთ და რეალურად, შრომითი ტრეფიკინგის მსხვერპლნი აღმოჩდნენ. ამიტომ, ჩვენ თანხების გასტუმრებასთან ერთად სერგო ჯავახიძის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვითხოვ“- განაცხადა როსტომ ცარციძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები