მაია ბითაძე: შემაშფოთებლად გამაოგნებელია თუ რატომ არღვევენ ასე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს

“სამწუხაროდ, ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ფლანგავენ იმ დამოკიდებულებას და იმ რწმენას, რაც საქართველოს მოქალაქეებში იყო ევროპულ ღირებულებებთან დაკავშირებით”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაია ბითაძემ დასავლელი პარტნიორების მხრიდან გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, შემაშფოთებლად გამაოგნებელია თუ რატომ არღვევენ საერთაშორისო პარტნიორები საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს.

„ასამდე განცხადება გაკეთდა უკვე და აღარავინ დარჩა ოფიციალური წარმომადგენლებიდან, რომლებსაც არ გაეკეთებინა ისეთი განცხადება, რომელიც მარტივად საერთაშორისო სამართლის მიხედვით სხვა ქვეყნის შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში უხეშ ჩარევად ითვლება და რეალურად სწორედ ეს არის ის პრობლემა, რომლის წინააღმდეგ საქართველო იღვწოდა მუდამ, როდესაც დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის იბრძოდა.

შემაშფოთებლად გამაოგნებელია თუ რატომ არღვევენ ასე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს და მიკვირს რატომ არ ფიქრობენ ისინი იმაზე, რომ ძალიან უხერხული მომენტები გაჩნდება აუცილებლად 26 ოქტომბრის შემდგომ, არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებისა და „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდგომ. მათ ყველაზე კარგად იციან რამდენს აკეთებდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე, ჩვენ ის წარმატებები გვქონოდა, რაც დღეს გვაქვს“, – განაცხადა მაია ბითაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები