ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და მონტენეგრო 2034 წლისთვის, შესაძლოა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები გახდნენ,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
„10 წელიც გავა და ეს ექვსი ქვეყანა საბოლოოდ გახდება ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
გერმანიის კანცლერი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საერთო ბაზრის შექმნას მიესალმება. მისი თქმით, არასწორია, როდესაც ამ რეგიონის ბევრ ქვეყანას ვაჭრობის უფრო დიდი მოცულობა აქვს გერმანიასთან, ვიდრე ერთმანეთთან. მან მოუწოდა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომ ეტაპობრივად საბაჟო შეზღუდვები გააუქმონ.
ბერლინში გამართულ შეხვედრაზე ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ჩრდილოეთ მაკედონიის, სერბეთის და მონტენეგროს წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას შრომის და სოციალური სტანდარტების დაახლოების შესახებ, ასევე ისინი გეგმავენ უნივერსიტეტებს შორის აკადემიური გაცვლის პროცესის გამარტივებას.