კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ დააკავეს – სავარაუდოდ, ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე, რომელიც გუშინ  დიდ დიღომში მოხდა, დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

კერძოდ, ბრალდებული ბექა ჯაიანი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე ქუთაისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. სავარაუდოდ, 26 წლის მამაკაცი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

მედიაში გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ირკვევა, რომ 18:55 წუთზე ბექა ჯაიანი  კესარია აბრამიძის საცხოვრებელ კორპუსში იმყოფება. 19:09 წუთზე ბრალდებული ტერიტორიას, სადაც შემთხვევა მოხდა, სირბილით ტოვებს.

“დამირეკეს და მითხრეს, რომ მოკლა იმ ნაძირალამ კესარია. ვხედავდი ყოველდღე, სისტემატიურად, როცა სამსახურში მიბრძანდებოდა”, – ამბობს კესარია აბრამიძის მეზობელი.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დღეს დილამდე მიმდინარეობდა. სამართალდამცავებს კონკრეტული ნივთმტკიცებები აქვთ ამოღებული.

დაკავებულს  ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები