სოზარ სუბარი გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებაზე: ცალ-ცალკე არ აქვთ 5%-ის გადალახვის შანსი, შესაბამისად, მათი გაერთიანება მათივე უცხოელმა პატრონებმა ჩათვალეს აუცილებლად, რომ რაღაცნაირად გადაალახვინონ ბარიერი

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებას ეხმიანება. დეპუტატის თქმით, მაშინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა მის ირგვლივ ურეიტინგო პოლიტიკოსების შემოკრება დაიწყო, „ხალხის ძალამ“ თქვა, თუ რა მიზანი ჰქონდა პრეზიდენტს.

„ეს კეთდებოდა ერთადერთი მიზნით – შეექმნა საფუძველი იმ სამომავლო გაერთიანებისთვის, რომელიც გულისხმობდა „ლელოს“ და გახარიას პარტიის გაერთიანებას“- განაცხადა სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ არც გახარიას და არც ხაზარაძის პარტიას არ აქვს 5 პროცენტის გადალახვის შანსი, შესაბამისად მათმა უცხოელმა პატრონებმა მათი გაერთიანება გადაწყვიტეს, რადგან რაიმე ხერხით ბარიერი გადაალახვინონ.

„სამთვე-ნახევრის წინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო გარკვეული მოძრაობა და ნულოვანი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსების შეკრება მის ირგვლივ, „ხალხის ძალამ“ ვთქვით, რომ ეს კეთდებოდა ერთადერთი მიზნით – შეექმნა საფუძველი იმ სამომავლო გაერთიანებისთვის, რომელიც გულისხმობდა „ლელოს“ და გახარიას პარტიის გაერთიანებას. ცალ-ცალკე, არც „ლელოს“ და არც გახარიას, არ აქვს 5%-ის გადალახვის შანსი. შესაბამისად, მათი გაერთიანება მათივე უცხოელმა პატრონებმა ჩათვალეს აუცილებლად, რომ რაღაცნაირად გადაალახვინონ ბარიერი,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერები ერთმანეთს გუშინ შეხვდნენ. პირისპირ ჩატარებული შეხვედრის შემდეგ პოლიტიკოსები პრეზიდენტთან მივიდნენ. პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული შეხვედრისა და ვახშმის შემდეგ კი განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები ჯერ არ დაუსრულებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები