2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 11.1 პროცენტით გაიზარდა

2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 11.1 პროცენტით გაიზარდა.

შესაბამის მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 963.0 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.3 პროცენტით);

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 642.3 ლარი (გაიზარდა 14.5 პროცენტით);

მშენებლობა – 2 946.1 ლარი (გაიზარდა 13.7 პროცენტით);

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 872.8 ლარი (გაიზარდა 13.8 პროცენტით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები