“რეკორდული იყო პარალიმპიადაც და მე განსაკუთრებით ვამაყობ ჩვენი პარაათლეტებით” – იონათამიშვილი

“2024 წელი განსაკუთრებულად წარმატებული და უპრეცედენტო აღმოჩნდა ქართული სპორტისთვის. ფაქტობრივად არ დარჩა გუნდური თუ ინდივიდუალური დისციპლინები, სადაც ჩვენ არ შეგვექმნა ისეთი ისტორია, რომლითაც თაობები იამაყებენ”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოლიმპიურმა ნაკრებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სამი ოქროთი, სამი ვერცხლით და ბრინჯაოთი საუკეთესო შედეგი აჩვენა.

“რეკორდული იყო პარალიმპიადაც და მე განსაკუთრებით ვამაყობ ჩვენი პარაათლეტებით. აქამდე სულ ჯამში ოთხი მედალი გვქონდა ახლა კი ერთ პარალიმპიადაზე 9 მედალი მოვიპოვეთ. შერეულ ორთაბრძოლებში ილია თოფურიას შემდეგ, გვყავს კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი. მკლავჭიდის ნაკრებმა 42 მედალი ჩამოიტანა მსოფლიოს ჩემპიონატიდან. ნებისმიერი ჩვენზე ბევრად დიდი და ჩვენზე ბევრად მდიდარი ქვეყანა იამაყებდა ასეთი სპორტული შედეგებით და ეს წარმატება, ეს პროგრესი ცხადია, შემთხვევით არ მოსულა”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები