ვიეტნამში ტაიფუნს 152 ადამიანი ემსხვერპლა

ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 152-მდე გაიზარდა,- ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სტიქიის შედეგად, ადიდებულმა მდინარემ დედაქალაქ ჰანოის ქუჩები დატბორა. წყლის დონე მდინარეში ყველაზე მაღალია ბოლო 20 წლის განმავლობაში.

დაღუპულთა უმეტესობა წყალდიდობასა და მეწყერს ემსხვერპლა. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.

აზიაში წლის ყველაზე მძლავრი შტორმი „იაგი“ , ვიეტნამს შაბათს დაატყდა თავს. ვიეტნამამდე „იაგი“ ჩინეთსა და ფილიპინებზე მძვინვარებდა. ფილიპინებზე სტიქიას, სულ მცირე, 24 ადამიანი ემსხვერპლა, ჩინეთში კი 400 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები