საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას 1,1 მილიარდ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და უკრაინის მთავრობამ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ფონდი ქვეყანას 1,1 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, რაც რამდენიმე კვირაში მოხდება.

„რუსეთის ომი უკრაინაში ქვეყნისა და მისი ხალხის განადგურებას აგრძელებს. პოლიტიკის კარგმა ფორმირებამ, ადამიანებისა და კომპანიების ადაპტაციამ და აგრეთვე, საიმედო საგარეო დაფინანსებამ, მაკროეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას ხელი შეუწყო“, – აცხადებს  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი, გევინ გრეი.

ცნობისთვის, კიევი მისი ბიუჯეტის დაახლოებით 60% ჯარის დაფინანსებაზე ხარჯავს და დიდწილად დამოკიდებულია დასავლელი პარტნიორების ფინანსურ დახმარებაზე, რათა პენისები და საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების ხელფასები გასცეს, აგრეთვე დაფაროს სოციალური და ჰუმანიტარული პროგრამები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები