რუსეთში არ მოეწონათ, რომ დებატებში ტრამპმა და ჰარისმა პუტინი ახსენეს

რუსეთს ნამდვილად არ მოსწონს, რომ ვლადიმერ პუტინის სახელი შეერთებულ შტატებში შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში იარაღად გამოიყენება,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“პუტინის სახელი გამოიყენება, როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში, ჩვენ ეს ნამდვილად არ მოგვწონს”,- განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიიდან არიან კანდიდატები, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის მიმართ ნეგატიურ, არამეგობრულ დამოკიდებულებას ინარჩუნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები