გიორგი ვოლსკი: დიდი უბედურებაა, რომ თაღლითურად მოპოვებული ფულით იმართება პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს უპირისპირდება არა „ქართულ ოცნებას“, არამედ საქართველოს ინტერესებს

“დიდი უბედურებაა, რომ ქოლ-ცენტრებით, ანუ ევროპელი იქნება თუ სხვა პენსიონერებისაგან თაღლითურად მოპოვებული ფულით იმართება პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს უპირისპირდება არა „ქართულ ოცნებას“, არამედ საქართველოს ინტერესებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაცმოძრაობა” უსამშობლოთა პარტიად ჩამოყალიბდა.

„ფაქტობრივად, დღეს, ეს ძალა ჩამოყალიბდა როგორც ომის, მწამებლებისა და უსამშობლოთა პარტიად. წარმოიდგინეთ, ეს გარკვეული გუნდი, ისეთი რესურსის აღებას ლამობს, რომელიც ქვეყანას მომავალს ათწლეულობით დაუკარგავს. ხედავთ რამხელა უბედურების წინაშე ვდგავართ?!“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას “იმედის” ეთერში.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩაირიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები