წვიმა, ელჭექი, სეტყვა, ქარი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

16 სექტემბრის გვიანი საღამოდან 17 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები