ლევან კოჭლოშვილი: მევახშე მამუკა ხაზარაძის ბანკი 6 მილიონ ლარს უხდის ლონდონის საფონდო ბირჟას, რათა თავის თანამშრომლებს ხელფასი არ მოუმატოს
“მევახშე ხაზარაძის ბანკი 6 მილიონ ლარს უხდის ლონდონის საფონდო ბირჟას, რათა თავის თანამშრომლებს ხელფასი არ მოუმატოს. მევახშეს იმდენად დიდი მოგება აქვს, რომ უღირს 6 მილიონი ლარის ჯარიმა გადაიხადოს, ვიდრე მოგების შესაბამისად გაუზარდოს თანამშრომლებს შრომის ანაზღაურება”, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი.
მისივე თქმით, “თი ბი სი” ბანკის რეგიონული ფილიალების თანამშრომლების ხელფასი 1000 ლარსაც კი ვერ უახლოვდება, მაშინ როცა მამუკა ხაზარაძის წინასაარჩევნო დაპირება მინიმუმ 1000 ლარიანი პენსიაა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა კარგად ხედავს, როგორი ყალბია მევახშის წინასაარჩევნო დაპირება.
“მევახშე ხაზარაძის ბანკი 6 მილიონ ლარს უხდის ლონდონის საფონდო ბირჟას, რათა თავის თანამშრომლებს ხელფასი არ მოუმატოს. მევახშეს იმდენად დიდი მოგება აქვს, რომ უღირს 6 მილიონი ლარის ჯარიმა გადაიხადოს, ვიდრე მოგების შესაბამისად გაუზარდოს თანამშრომლებს შრომის ანაზღაურება. იმ ფონზე, რომ ხაზარაძის ბანკის რეგიონული ფილიალების თანამშრომლების ხელფასი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მევახშე ტრაბახობს კარგი მენეჯმენტით და თანამშრომლების “ღირსეული გასამრჯელოთი”, რომელიც 1000 ლარსაც კი ვერ უახლოვდება. ამავე დროს მისი წინასაარჩევნო დაპირებაა მინიმუმ 1000 ლარიანი პენსია. მინიმალური ხელფასი ხომ წარმოგიდგენიათ რამდენი იქნება. აი ამ ფაქტორის გათვალისწინებით ჩვენი მოსახლეობა კარგად ხედავს, როგორი ყალბია მევახშის წინასაარჩევნო დაპირება და ამ იაფფასიანი ტყუილებით როგორ ცდილობს ჩვენი მოქალაქეებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას. ეგ ფანდი არ გამოგივა უამრავი ადამიანის გამაუბედურებელო მევახშევ”, – წერს ლევან კოჭლოშვილი.