ცენტრალური ევროპა კატასტროფულ წყალდიდობებს ებრძვის

ქარიშხალი „ბორისის“ მიერ გამოწვეული კოკისპირული წვიმები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კატასტროფულ შედეგებს იწვევს. გადაუდებელი დახმარების სამსახურები აძლიერებენ წყალდიდობისგან დაცვას მას შემდეგ, რაც ძლიერმა წვიმამ მდინარის დონის აწევა გამოიწვია. წყალმა ათასობით სახლი დააზიანა.

ავსტრიაში, წყალდიდობისგან მოქალაქეების გადარჩენის ოპერაციის დროს ერთი მეხანძრე დაიღუპა. ვენის მიმდებარე ტერიტორია გამოცხადდა კატასტროფის ზონად, ადგილობრივი ხელისუფლება საუბრობს “უპრეცედენტო ექსტრემალურ სიტუაციაზე”.

პოლონეთში წყალდიდობას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.

На юге Польши пожарные строят заграждения из мешков с песком

ქარიშხალმა „ბორისმა“ მსხვერპლი რუმინეთშიც გამოიწვია. შაბათს, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ოთხი ადამიანი დაიღუპა წყალდიდობის შედეგად გალაცის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში.

ჩეხეთში, წყალდიდობის გამო, ზოგიერთ რაიონში ევაკუაცია გამოცხადდა. ჩეხეთის ენერგეტიკული კომპანია CEZ-ის ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთით დაახლოებით 51 ათასი ოჯახი დაზარალდა ელექტროენერგიის გათიშვით.

პრაღაში წყალდიდობის საწინააღმდეგო ბარიერები აღმართეს.

„ჩვენ კვლავ ვდგავართ კლიმატის ცვლილების შედეგების წინაშე, რომელიც სულ უფრო მეტად აისახება ევროპის კონტინენტზე – დრამატული შედეგებით“, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა.

კლიმატის ცვლილების გამო, ექსტრემალური ნალექი სულ უფრო მატულობს ევროპაში – ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ნაწილში.

რუმინეთში, გალაცის რაიონის სოფელ სლობოზია-კონაკის მერმა ემილ დრაგომირმა განაცხადა, რომ დაიტბორა 700 სახლი. „ეს არის ეპიკური მასშტაბის კატასტროფა”, – განაცხადა დრაგომირმა.

სამხრეთ-დასავლეთ პოლონეთში, ქალაქ გლუჩოლაზიში, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მდინარე ადიდდა და დატბორა ქუჩები. კვირას ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას მაღალ ადგილებში ევაკუაციისკენ მოუწოდა.

Затопленная деревня Кросновице на юге Польши

მაცხოვრებელმა ზოფია ოვსიაკამ თქვა, რომ ქალაქში ყველა შეშინებულია და არ არსებობს იმედი, რომ წვიმა შეჩერდება.

კრაკოვში, პოლონეთის სიდიდით მეორე ქალაქში, ხელისუფლებამ მოსახლეობას ქვიშის ტომრები შესთავაზა წყალდიდობისგან დასაცავად.

ჩეხეთის რესპუბლიკის საზღვართან მდებარე ქალაქ კლოძკოში საუბრისას, რომელიც წყალდიდობის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალდა, პრემიერ მინისტრმა ტუსკმა თქვა, რომ რეგიონში 1500-ზე მეტი ადამიანი უკვე ევაკუირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები