“როგორც ომის ის დამნაშავეები, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებს აწამებდნენ, არ წარმოადგენენ ოს ხალხს, ისევე არ წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს” – პაპუაშვილი

“ისევე, როგორც ომის ის დამნაშავეები, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებს აწამებდნენ, არ წარმოადგენენ ოს ხალხს, ისევე არ წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, შერიგების გარდა, სხვა გზა არ არსებობს.

“ეს გზა გადის მხოლოდ ერთ რამეზე – გააზრებაზე, როგორ მივედით იქამდე, რომ დღეს დაშორიშორებულები ვართ, ურთიერთშენდობაზე და სინანულზე სადაც საჭიროა. რაც შეეხება რუსეთს, ეს გახლავთ დეოკუპაციის საკითხი, რაც შეეხება ოსეთს, ეს არის შერიგების საკითხი. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ ოკუპაცია დაადგინა. მსხვერპლი ვართ ორივე – ქართველებიც და ოსებიც. ისევე როგორც ომის ის დამნაშავეები, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებს აწამებდნენ, არ წარმოადგენენ ოს ხალხს, ისევე არ წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები