“ხალხისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ და ამისთვის UFC-ის დიდ მადლობას ვუხდი” – მერაბ დვალიშვილი
“მე უკვე ძალიან პოპულარული ვარ, ხალხისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ და ამისთვის UFC-ის დიდ მადლობას ვუხდი”, – ამის შესახებ UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი საუბრობს.
დვალიშვილი ამერიკელი შონ ო’მალის წინააღმდეგ დაგეგმილ ბრძოლაზე აკეთებს კომენტარს, რომელიც სულ რამდენიმე საათში ჩატარდება.
“თუ ამ ბრძოლას მოვიგებ, ჩემს ანგარიშზე უკვე ოთხი ყოფილი ჩემპიონის დამარცხება იქნება. სამი უკვე დავამარცხე და შონ ო’მალი რიგში მეოთხეა. UFC-ის ჩემპიონობა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს, ახლა მხოლოდ ბრძოლაზე ვარ ფოკუსირებული და როდესაც ჩემპიონი გავხდები, ემოციებს აუცილებლად გაგიზიარებთ,” – ამბობს მერაბ დვალიშვილი.