შალვა პაპუაშვილი: ცრუობს ის, ვინც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას პრობლემა აქვს კრიტიკულ დისკუსიასთან დაკავშირებით

“აბსურდია მანიპულაცია, თითქოს ვინმეს პრობლემა აქვს კრიტიკასთან დაკავშირებით. ცრუობს ის, ვინც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რაიმე პრობლემა აქვს კრიტიკულ დისკუსიასთან”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვას, არის თუ არა „ქართული ოცნების“ მოთხოვნა ის რომ, არ დაფინანსდეს კრიტიკული მედია.

მისივე თქმით, ნებისმიერი კრიტიკული დისკუსია ოპოზიციის ყვირილითაა ჩახშული.

„არა, რა თქმა უნდა, ასეთი მოთხოვნა არავის არასდროს არ გაუვრცელებია, თუ გაუმჟღავნებია. თქვენ თუ კრიტიკას ეძახით „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას, მაშინ ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა არის კრიტიკა. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა არის ძალადობა, ამის პოპულარიზაცია არის ძალადობის წახალისება. ამიტომ ძალადობის წახალისება როდესაც ფინანსდება, ეს არ არის კრიტიკის წახალისება, ეს არის ძალადობის წახალისება. ისევე, როგორც ტერორიზმის წახალისება, კრიმინალის წახალისება ვერ იქნებოდა კარგი. აბსურდია მანიპულაცია, თითქოს ვინმეს პრობლემა აქვს კრიტიკასთან დაკავშირებით. საქმეც ზუსტად იმაშია, რომ დიალოგის შესაძლებლობა არ არის, ვინაიდან ნებისმიერი კრიტიკული დისკუსია ჩახშობილია რადიკალური ოპოზიციისა და ენჯეოკლანის ყვირილით. ნაცვლად იმისა, ისაუბრონ არგუმენტებით, საუბრობენ ლოზუნგებით. ბოლო პერიოდში ვნახეთ კიდეც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, როდესაც პირდაპირ ამბობდნენ, რომ არ აპირებენ მსჯელობას, აპირებენ ლოზუნგებით ბრძოლას კანონის წინააღმდეგ. ცრუობს ის, ვინც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რაიმე პრობლემა აქვს კრიტიკულ დისკუსიასთან”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები