ბენიამინ ნეთანიაჰუ ილონ მასკს შეხვდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ამერიკელ მილიარდერს, ილონ მასკს შეხვდა და ხელოვნური ინტელექტის გამოწვევებზე ისაუბრა, – ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ჩვენ განვიხილეთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და გამოწვევები, მისი გავლენა ეკონომიკაზე და საზოგადოებაზე, ასევე აღმოვაჩინეთ გზები ისრაელთან ტექნოლოგიური თანამშრომლობისთვის“,- დაწერა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა და მასკთან შეხვედრიდან ფოტო გამოაქვეყნა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს შეხვდა, ასევე კონგრესს სიტყვით მიმართა.

ინფორმაციისთვის, დაგეგმილია ასევე პრეზიდენტობის კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკება, რომელიც ფლორიდაში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები