ბენიამინ ნეთანიაჰუ ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს შეხვდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

„ისრაელს საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს და იმას, თუ როგორ აკეთებს ამას, მნიშვნელობა აქვს. ის, რაც ღაზაში ბოლო ცხრა თვის განმავლობაში მოხდა, გამანადგურებელია. როგორც ახლა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ვუთხარი, ამ შეთანხმების მიღწევის დრო დადგა. ასე რომ, ყველას, ვინც ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს და მშვიდობისკენ ისწრაფვის, გხედავთ და გისმენთ“, – განაცხადა კამალა ჰარისმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრა „გულწრფელი და კონსტრუქციული“ იყო და აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ღაზიდან ამერიკელი მძევლების სახლში დასაბრუნებლად მუშაობს.

„მოდით, ტერორიზმი და ძალადობა ყველამ დავგმოთ. ყველაფერი გავაკეთოთ, რომ უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა თავიდან ავიცილოთ. დავგმოთ ანტისემიტიზმი, ისლამოფობია და ყველა სახის სიძულვილი. მოდით, ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთვის ვიმუშაოთ“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები