პანკისის ხეობაში, დუისში, ხასო ხანგოშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი და მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი ემზარ ჯგერენაია პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში გამართულ ხასო ხანგოშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრნენ.
ტარიელ ხარხელაურთან, ეთერ და ლელა თათარაიძეებთან ერთად, შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა მირიან ხოსიტაშვილმა. მან უხუცესი ქისტი მწერლის, ხასო ხანგოშვილის შემოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ამ მნიშვნელოვან შეხვედრაზე ყველა გამომსვლელი ქართველებისა და ქისტების მეგობრობის, ერთიანობის აუცილებლობაზე გულანთებულები საუბრობდნენ“, – აღნიშნა მირიან ხოსიტაშვილმა.ღონისძიებაზე მექა ხანგოშვილის წიგნის, „ქისტები, რომლებმაც შექმნეს პანკისის ხეობის ისტორია“, წარდგენა გაიმართა. გამოცემა ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით დაიბეჭდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები