“კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს, ვუსურვოთ შემდეგი გამარჯვებები” – პაპუაშვილი

„კოლეგებო, სანამ რეგისტრაციას ჩავატარებთ, მანამ მეც მინდა, მოგმართოთ თქვენც და ჩვენს საზოგადოებას. მართლაც დაუვიწყარი საღამო გვაჩუქეს გუშინ ჩვენმა ბიჭებმა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღევანდელი პლენარული სხდომის გახსნისას ისაუბრა.

“კიდევ ერთი ოცნება აგვიხდა. ჩვენ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, ახლა უკვე მერვედფინალში ვართ, რაც იყო ბევრი თაობის, როგორც ფეხბურთელის, ისე გულშემატკივრის ოცნება და ეს ოცნება გუშინ ჩვენმა ბიჭებმა, მწვრთნელმა, მთლიანად გუნდმა, ფედერაციამ და განსაკუთრებული სიამაყეა, რომ ლევან კობიაშვილი არის ჩვენი კოლეგა, ამ მოწვევის პარლამენტის წევრი. განსაკუთრებული მადლობა მას, როგორც ჩვენს კოლეგას.

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს, ვუსურვოთ შემდეგი გამარჯვებები. როგორც ეს ოცნებები აგვიხდინეს, ასე უნდა აგვიხდეს შემდეგი ოცნებები და ჩვენ უკვე შემდეგ ეტაპებზეც უნდა გავიდეთ. მივულოცოთ ჩვენს ბიჭებს კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მათ ამისთვის”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები