“როგორც იქნა, ქართველებმა ვირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობები და რომ შეუძლებელი არაფერია” – მამუკა მდინარაძე

“შეიძლება, დავარქვათ გამაოგნებელი, წარმოუდგენელი გმირობა ბიჭებისგან, გმირობა ქომაგებისგან და გმირობა ჩვენი ქვეყნისგან, რომელმაც მსოფლიო გააოცა”, – ასე ულოცავს მმართველი გუნდის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს პორტუგალიასთან ისტორიულ გამარჯვებას.

“ყველაზე მეტად მიხარია, რომ, როგორც იქნა, ქართველებმა ვირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობები და რომ შეუძლებელი არაფერია. თავისუფლად შეგვიძლია, ვთქვათ, საქართველოს შეუძლია მოგება, წარმატება და ეს ჟინი უნდა გაგვყვეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში”, – ამბობს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები