ირაკლი ზარქუა: დღეს ისეთი დღეა, ვენეციის კომისიასაც არ გავაკრიტიკებ; ვიტყვი, რომ შეცდომაში არიან შეყვანილები
“დღეს ისეთი დღეა, ვენეციის კომისიასაც არ გავაკრიტიკებ, ვიტყვი, რომ შეცდომაში არიან შეყვანილები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ ისაუბრა.
“დღეს ისეთი დღეა, ვენეციის კომისიასაც არ გავაკრიტიკებ. ვიტყვი, რომ შეცდომაში არიან შეყვანილები. ვენეციის კომისიის ექსპერტებს მინდა მივმართო – ეს არის საქართველო, უძველესი ქრისტიანული მართლმადიდებლური სახელმწიფო, თავისი ტრადიციებით, თავისი სტუმარმასპინძლობით, თავისი ქალისა და კაცის დაფასებითა და პატივისცემით. იქ რომ ჩაწერეთ, ის მაინც გააკეთეთ, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ხელი არ შეეშალოსო, მიუღებელია. აქ მეტ კომენტარს არ გავაკეთებ”, – აღნიშნა დეპუტატმა.