ახალქალაქში მამაკაცი ცოლზე მუდმივი ძალადობის მიზეზით დააკავეს

ახალქალაქში ცოლმა ქმარი დანით დაჭრა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ქალი მეუღლისგან თავს იცავდა – ის მუდმივი ძალადობისა და შეურაცხყოფის ქვეშ იყო.

ამის შესახებ “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მამაკაცი დაკავებულია.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ოჯახური ძალადობისთვის დასჯას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთას მაქსიმუმ 2 წლის ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები