ავსტრალიაში, თვითმფრინავი აფრენიდან 45 წუთში ავარიულად დაეშვა

ავსტრალიაში, Qantas-ის თვითმფრინავი იძულებული გახდა აფრენიდან 45 წუთში ავარიული დაშვება განეხორციელებინა. ინფორმაციას dailymailი ავრცელებს. რეისი QF1613 ჯერალდტონის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათზე აფრინდა და ტექნიკური ხარვეზის გამო, 45 წუთში ავარიული დაშვება განახორციელა.

კაპიტნის განცხადებით, თვითმფრინავის მარცხენა მხარეს ვიბრაცია შეინიშნებოდა, რაც საყურადღებო იყო და აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

თვითმფრინავი აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა და შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა.

ავიაკომპანია Qantas-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავს მცირე ტექნიკური პრობლემა შეექმნა და ექსპლუატაციაში დაბრუნების ნებართვის გაცემამდე შესაბამის შემოწმებას გაივლის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები