ლევან მაჭავარიანი: ყველას უნდა ჩინეთთან მეგობრობა, ჩვენ რატომ არ უნდა გვქონდეს უფლება, რომ ვისარგებლოთ იმით, რომ ჩინეთისთვის ვართ ძალიან საინტერესო

“ჩინეთი დღეს ფაქტობრივად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანაა, ჩვენ რატომ არ უნდა გვქონდეს უფლება, რომ ვისარგებლოთ იმით, რომ ჩინეთისთვის ვართ ძალიან საინტერესო და ამ ინტერესების თანხვედრა არის მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს ჩინეთთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთთან თანამშრომლობა სურს ყველას და მათ შორის რატომ არ უნდა იყოს საქართველო გაუგებარია.

„ამერიკის სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით შვიდასი მილიარდის ფარგლებშია. ახლა ბატონი ტრამპის პრესკონფერენცია იყო დაახლოებით ორი კვირის წინ სადაც მან ისაუბრა ჩინეთთან მის ურთიერთობაზე, მის დამოკიდებულებაზე სი ძინპინის მიმართ თუ როგორი მეგობრული დამოკიდებულება აქვს და როგორ პატივს სცემს და როგორ აპირებს ურთიერთობების გაღრმავებას. გერმანიისთვის ჩინეთი უკვე ზედიზედ მერვე წელია, რაც ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. აღრმავებს ჩინეთთან ურთიერთობას პოლონეთი, მოლდოვა, იტალია ძალიან ახლოვდება ჩინეთთან. ჩვენ მაკრონის შეხვედრა ვიხილეთ სი ძინპინთან თვეების წინ, როდესაც იქაც საუბარი იყო ურთიერთობების გაღრმავებაზე და როდესაც ყველას უნდა ჩინეთთან მეგობრობა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი დღეს ფაქტობრივად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანაა, სამეულში მინიმუმ ნამდვილად შედის, ჩვენ რატომ არ უნდა გვქონდეს უფლება, რომ ვისარგებლოთ იმით, რომ ჩინეთისთვის ჩვენ ვართ ძალიან საინტერესო და ამ ინტერესების თანხვედრა არის მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ჯო უილსონი და ლორა თორნტონი საქართველოს ჩინეთთან თანამშრომლობის გამო აკრიტიკებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები