ლევან მაჭავარიანი: ომის შემდეგ ფაქტობრივად ყველა სტრატეგიული ობიექტი რომ გადაუფორმეს რუსეთის მფლობელობაში არსებულ კომპანიებს, ეს ნიშნავს რუსეთის გავლენების გაზრდას საქართველოში და ჩვენ შემთხვევაში მაგალითიც ვერ მოიყვანეს
“წაგებული ომის შემდეგ ფაქტობრივად ყველა სტრატეგიული ობიექტი რომ გადაუფორმეს რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს, ზუსტად ეს ნიშნავს რუსეთის გავლენების გაზრდას საქართველოში და ჩვენ შემთხვევაში ამის მეასედი მაგალითიც კი ვერავინ ვერ მოიყვანა”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი ლევან მაჭავარიანი ოპონენტების განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს „ქართული ოცნება“ რუსეთის საქმეს აკეთებს.
„რუსეთს რომ ტერიტორიები გადააბარეს და შემდეგ ეს ყველაფერი რომ „გაუპრავეს“ რეზოლუციებითა და ტალიავინის დასკვნით, ამის შემდეგ კი რუსეთს რომ მისცეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად საქართველოს ხმა, რომელიც იყო გადამწყვეტი, ეს არის რუსული საქმე. წაგებული ომის შემდეგ ფაქტობრივად ყველა სტრატეგიული ობიექტი რომ გადაუფორმეს რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს, ზუსტად ეს ნიშნავს რუსეთის გავლენების გაზრდას საქართველოში და ჩვენ შემთხვევაში, მსგავსი, ამის მეასედი მაგალითიც კი ვერავინ ვერ მოიყვანა. ეს არის ბინძური პროპაგანდა. როდესაც პოლემიკაში შედიხარ ადამიანთან და ეკითხები – მითხარი, რუსული რა გავაკეთე, ვერავინ ვერაფერს ვერ გეუბნება და ამბობენ, ასე იძახიანო; ვიღაცამ შეიძლება თეთრზე შავი გითხრას და ეს არ უნდა დაიჯერო“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.