„ეს არის საზოგადოების დაკვეთა და სახელის დარქმევის აუცილებლობა. როგორც ფაშისტური რეჟიმი გასამართლდა ნიურნბერგის პროცესზე, ასე უნდა გასამართლდეს “ნაცმოძრაობის” მთლიანი შემადგენლობა და ყველაფერს თავისი ობიექტური სახელი დაერქვას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოების ჩართულობა იქნება ამაში მაქსიმალური.
„კომისიაში იმუშავებენ პარლამენტის წევრები, შეიძლება მოწვეული იყვნენ სპეციალისტებიც. კონკრეტულად, დღეს ცოტა გამიჭირდება საუბარია იმიტომ, რომ ჩვენ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები გამოგვეყვნენ, მათ თქვეს, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით აქვთ წინააღმდეგობა. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტის სხვა წევრები არ ინებებენ შემოსვლას, მაშინ ფორმალური და რეალური მხარე დაკმაყოფილებული იქნება და დაკომპლექტდება ისე როგორც არის არსებული კონფიგურაციით. თუ სხვები შემოვლენ, მაგალითად „ხალხის ძალას“ ექნება ერთი კვოტა და სხვა ოპოზიციურ წარმომადგენლებს სხვა კვოტები. თუ არა და მაშინ ხალხის ძალა აითვისებს იმ კვოტებს. დაკომპლექტდება ისე, რომ უმრავლესობის ნახევარი იყოს ოპოზიციის. რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოების ჩართულობა იქნება ამაში მაქსიმალური. იმიტომ, რომ ყველა დეტალს თვალყურს მიადევნებს საზოგადოება პირდაპირ ეთერში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში, “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიას შექმნის.