მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქართველ ქომაგებს გულშემატკივრობა დღესაც შეეძლებათ
საქართველო-პორტუგალიის მატჩის ნახვა მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე კვლავ იქნება შესაძლებელი.
მოედანზე დამონტაჟებულია მონიტორები. გულშემატკივრებს ექნებათ საშუალება, სრულიად უფასოდ, უქომაგონ ეროვნულ ნაკრებს.
“ველოდებით გამარჯვებას. მოვუწოდებთ გულშემატკივარს, მოვიდნენ მესხის სტადიონზე და ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს. აქ არის შესანიშნავი გარემო, ძალიან მაღალი ხარისხის ეკრანები”, – აცხადებს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი გვილავა.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დღეს მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.