ეკონომიკის სამინისტროში ენერგეტიკის საკითხებში მაღალი დონის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 19-20 ივნისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიისა (UNESCAP) და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მხარდაჭერით მაღალი დონის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ჰარმონიზაციისა და იმპლემენტაციის საკითხებში გამოცდილების გაზიარებას შეეხება.

სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების ოქმი ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის მოთხოვნებთან, რომლის მიზანია შეიქმნას ახალი საბაზრო ჩარჩო ენერგიის მიწოდების უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობის ზრდის და მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმატებით ახორციელებს ენერგეტიკის მარეგულირებელი ჩარჩოს მოდერნიზაციას ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების გზით, თუმცა კვლავაც გამოწვევად რჩება ევროპული კანონმდებლობის იმპლემენტაცია. აქედან გამომდინარე, გაეროს ევროპის ეკონომიკურმა კომისიამ საქართველოს მხარეს შესთავაზა ტექნიკური დახმარება ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნების საკანონმდებლო დაახლოებისა და იმპლემენტაციის საკითხების კვლევის, გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიმართულებით.
შეხვედრას დაესწრნენ ენერგეტიკის სექტორში ჩართული მთავარი მხარეები, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები, კომპანიები და ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები. მონაწილე მხარეებმა განიხილეს დაახლოების პროცესში წარმოქმნილი ინსტიტუციური, საკანონმდებლო, პრაქტიკული გამოწვევები, ეროვნული გამოცდილებები და დირექტივების გადმოტანასა და მათი იმპლემენტაციის შესაძლებლობების გაძლიერებასთან დაკავშირებული საკითხები.
შეხვედრის საკონსულტაციო ნაწილში, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლებთან ერთად განხილული იქნა ენერგეტიკული უსაფრთხოების და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებასთან დაკავშირებული საკითხები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები