პუტინი დღეს ფხენიანიდან ვიეტნამში ჩავა

ვლადიმერ პუტინი დღეს ფხენიანიდან ვიეტნამში ჩავა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის ვიეტნამში ვიზიტი უკვე დაგმო შეერთებულმა შტატებმა.

მათი აზრით, რუსეთს სურს იმის დემონსტრირება, რომ ყველგან ჰყავს მეგობრები და დასავლეთის მცდელობა, იზოლაციაში მოაქციოს რუსეთი, უშედეგოა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი ვიეტნამისთვის იარაღის მნიშვნელოვანი მიმწოდებელია.

ინფორმაციისთვის, პუტინის პრეზიდენტად მეხუთე ვადით არჩევიდან, ვიეტნამი მესამე ქვეყანაა, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის შემდეგ, რომელსაც პუტინი ეწვევა.

რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ დაკავების საერთაშორისო ორდერია გამოცემული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები