ალექსანდრე დარახველიძე: მიზანმიმართული კამპანია, რომელიც გდდ-ის და მისი ხელმძღვანელის გაშავებას ისახავს მიზნად, მიუღებელია

“მიზანმიმართული კამპანია, რომელიც გდდ-ისა და მისი ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის გაშავებას ისახავს მიზნად, მიუღებელია”, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში გდდ-ისა და მისი ხელმძღვანელის მიზანმიმართული დისკრედიტაცია და დისკრიმინაცია დაიწყო და საზოგადოება ამას ხედავს.

“საზოგადოება ხედავს, რომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ორი თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახერხა იმ რთული პროცესებისა და აქციების მართვა, რომლებიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო, გდდ-ისა და მისი ხელმძღვანელის მიზანმიმართული დისკრედიტაცია და დისკრიმინაცია დაიწყო. ეს ადამიანები უმნიშვნელოვანეს საქმეს ახორციელებენ, საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ და ახორციელებენ არაერთ მნიშვნელოვან ოპერაციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია. ასევე, ისინი იცავენ საოკუპაციო ხაზთან ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და ეს მიზანმიმართული კამპანია, რომელიც მიზნად გდდ-ისა და მისი ხელმძღვანელის გაშავებას ისახავს, მიუღებელია. ჩვენ კონკრეტულ ჭორებთან დაკავშირებით განცხადებას ვერ გავაკეთებთ. თუ კონკრეტული ინფორმაცია იქნება, ბუნებრივია, რეაქციაც შესაბამისი მოჰყვება. ფაქტია, რომ ტელევიზიები, კონკრეტული ოპოზიციური პარტიები და სტატია, სადაც გივი თარგამაძე საუბრობს კონკრეტულ საკითხებზე, მიზანმიმართულ დისკრიმინაციას ემსახურება“, – განაცხადა დარახველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები