ემანუელ მაკრონი: ეროვნული ასამბლეის დათხოვნის გარეშე ქაოსი იქნებოდა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ეროვნული ასამბლეის დათხოვნის გარეშე ქაოსი იქნებოდა.

„დათხოვნის გარეშე ქაოსი იქნებოდა. ამომრჩეველთა „ჩუმი უმრავლესობა“ პოლიტიკური ექსტრემისტების „არეულობას“ ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის არჩევნებში მისი პარტიის დამარცხების შემდეგ, ეროვნული ასამბლეის დათხოვნა ყველაზე სერიოზული, თუმცა ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო.

ინფორმაციისთვის, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები 30 ივნისს, მეორე ტური კი 7 ივლისს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები